
რუსეთში ცნობილ ამერიკულ ფილმებს, „ბარბის“ და „ოპენჰეიმერს“ კინოთეატრებში სხვა სახელებით გაუშვებენ. მოსკოვის კინოთეატრ „რადუგაში“ ფილმებს აჩვენებენ სახელებით „სწრაფი პაემანი“ და „დუბაკი“ („გამყინვარება“). ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ფილმების ჩვენება 7 და 16 სექტემბერს დაიწყება. მოსკოვის გარდა, „ოპენჰეიმერის“ ჩვენება მოსკოვის ოლქში, სანკტ-პეტერბურგში, როსტოვში, კრასნოიარსკში, მაგადანში და სხვა ქალაქებში იგეგმება.
მანამდე რუსეთის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფილმების „ბარბი“ და „ოპენჰეიმერი“ რუსეთის ტრადიციულ სულიერ ფასეულობებს არ შეესაბამება. რუსეთში კი ისეთი „საოჯახო“ ფილმების პრემიერა შედგა, როგორებიცაა „ჩებურაშკა“ და „მოწმე“. ბოლო ფილმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მხარს უჭერს.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026