
მოსკოვმა ჩრდილოეთ უკრაინაში შეტევები გააძლიერა - ამის შესახებ CNN წერს და საზღვრისპირა რეგიონში რუსეთის წინსვლაზე მიუთითებს.
„გასულ კვირას, მან ომის ბოლო ორ წელში ყველაზე მოულოდნელი ოპერაცია წამოიწყო, გადაკვეთა რა ჩრდილოეთ საზღვარი იმისთვის, რომ განაახლოს ხარკოვის - ქვეყნის მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობები“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა უკრაინელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რუსულმა ძალებმა საზღვრისპირა ქალაქ ვოვჩანსკში ათობით მშვიდობიანი მცხოვრები ჩაიგდეს ტყვედ.
„მაღალ თანამდებობაზე მყოფი რეგიონალური პოლიციელი რუსეთს ტყვეების „ცოცხალ ფარად“ გამოყენებაში სდებს ბრალს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
რუსი სამხედროების მტკიცებით, ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვოვჩანსკის მიმდებარე სოფლებს აკონტროლებენ, რის გამოც, მშვიდობიან მოქალაქეებს სახლების დატოვება და გაქცევა უწევთ.
0
0