09/05/2023
15:55
მსოფლიო
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ფონზე, კრემლის მაღალჩინოსნები საბედისწერო პროგნოზს აკეთებენ.
რუსეთის ყოფილი სარდალი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერი იგორ გირკინი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა, გავრცელებული აზრით, რუსეთის ყველაზე გავლენიანი გულშემატკივარია უკრაინაში შეჭრის საკითხში.
თუმცა გირკინმა Telegram-ზე პრაქტიკულად პირველად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთს უკრაინა დაამარცხებს. მისი ვარაუდით, ეს შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფადაც მოხდეს.
„არ არსებობს სტრატეგია - მოსკოვი არ მუშაობს მის შედგენაზე. მტერმა კი თავიდანვე შეიმუშავა ასეთი სტრატეგია და მას მთელი ძალით, სულ უფრო და უფრო მეტი წარმატებით ახორციელებს, რადგან კრემლი საბოლოო „მოლაპარაკებაში“ „აუხსნელი აღტაცებით და ბავშვური ნდობით“ ერთვება.
„ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ სახელმწიფო, ქვეყანა და ხალხი გარდაუვალი სამხედრო დამარცხების ვითარებაში. თუნდაც "ღირსეული არასაბედისწერო დამარცხებისთვის" (როდესაც მტრები იძულებულნი გახდებიან, უარი თქვან რუსეთის სრული ფრაგმენტაციისა და მისი სუვერენიტეტის აღმოფხვრის გეგმებზე), საჭირო იქნება ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა," - განაცხადა გირკინმა.
0
0