22/11/2024
23:56
მსოფლიო
რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, ხოლო უკრაინა უფრო სუსტ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე იყო ომის დაწყებიდან, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
გამოცემა ციტირებს ბრიტანული დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, „რუსეთის ტერიტორიული წინსვლა უკრაინაში 2024 წელს დაჩქარდა, რასაც ამყარებს რუსეთის ხელმძღვანელობის ამტანობა მსხვერპლის მიმართ და რუსეთის სახმელეთო ჯარების რაოდენობრივი უპირატესობა. ფრონტის ხაზი ახლა ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ნებისმიერ დროს კონფლიქტის დაწყების შემდეგ“.
„მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, ხოლო უკრაინა უფრო სუსტ მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე იყო ომის დაწყებიდან. რუსული „ხორცსაკეპი“ მოქმედებს. 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა, მაგრამ დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს შეტევას. ომის შესწავლის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთმა წელს შარშანდელზე თითქმის ექვსჯერ მეტი ტერიტორია დაიკავა და მიიწევს დონბასის ოლქის ძირითადი ლოგისტიკური ცენტრებისკენ“, - აღნიშნავს The Times-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ განპირობებულია იმ სასტიკი რეალობით, რაც ხდება ფრონტის ხაზზე.
0
0