15/10/2022
12:16
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ადამიანური რესურსი, შეიარაღება და შესაძლებლობა უკრაინის ქალაქებისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის, თუმცა დამარცხებისა და უიმედობის ზღვარზეა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მშვიდობა, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვება. ნახეთ, როგორი შეშფოთებულია მტერი. მოუსმინეთ, რას და როგორ ეკითხებიან ამ ტერორისტების უფროსს, როცა ის ხალხთან, ჟურნალისტებთან გადის. რუსეთი უკვე დამარცხებისა და უიმედობის ატმოსფეროშია. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ხალხი, რომლებსაც თავდასხმებში იყენებენ. მათ აქვთ იარაღი, რაკეტები და შაჰიდები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, დააშინონ ჩვენი ქალაქები და ყველა ევროპელი, დააშანტაჟონ მსოფლიო, მაგრამ მათ შანსი არ აქვთ და არც ექნებათ, რადგან უკრაინა წინ მიიწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან სამხედრო მეთაურობასთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და ტერიტორიების გასათავისუფლებლად შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
0
0