17/12/2023
18:18
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს ფინეთთან პრობლემები არ ჰქონია მანამ, სანამ ეს ქვეყანა „ნატოში არ შეათრიეს“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე კამათი გვქონდა? ყველა კამათი, მათ შორის ტერიტორიული, რომლებიც მე-20 საუკუნის შუაში გვქონდა, დიდი ხანია გადაწყვეტილია. პრობლემები არ გვქონდა. ახლა გვექნება. იმიტომ რომ ახლა ლენინგრადის სამხედრო ოლქს შევქმნით და იქ დამატებით სამხედრო ქვედანაყოფებს განვათავსებთ. რაში სჭირდებათ ეს? რაღაც სისულელეა“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ რუსეთს ნატოს ქვეყნებთან ომის არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო ინტერესი არ აქვს.
ფინეთი ნატოს წევრი 4 აპრილს გახდა. ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024