26/10/2022
17:52
მსოფლიო
აგრესორს უკანინო ომში მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთისთვის ირანული თვითმფრინავების მიწოდების ფაქტის კომენტირებისას. ამის შესახებ მან აშშ-ის ავიამზიდ ჯორჯ ბუშის ბორტზე თქვა, რომელიც ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში, ნატოს წვრთნებში - Neptune Strike 2022-ში მონაწილეობს.
„ბოლო დღეებში ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ირანი რუსეთის სამხედრო ძალებს მხარდაჭერას უწევს. ეს მიუღებელია. აგრესორს უკანონო ომში არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს. ამიტომ, მოკავშირეებისა და ევროკავშირისგან თეირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების მივესალმები“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საკვანძო მომენტშია.
"პრეზიდენტი პუტინი ბრძოლის ველზე მის წარუმატებლობას კიდევ უფრო მეტი აგრესიით პასუხობს - თავდასხმებით სამოქალაქო მოსახლეობაზე, სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო დარტყმებით საცხოვრებელ ადგილებზე. ახლა რუსეთი ტყუილად ამტკიცებს, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე რადიოლოგიური "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება. ამ აშკარად ცრუ განცხადებას ნატოს მოკავშირეები უარყოფენ.
რუსეთმა შემდგომი ესკალაციისთვის ცრუ საბაბი არ უნდა გამოიყენოს. მსოფლიო მას ყურადღებით ადევნებს თვალს", - ხაზგასმით აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო უკრაინის ომის მონაწილე არ არის, მაგრამ უკრაინელების თავდაცვის უფლების მხარდაჭერას მანამ განაგრძობს, სანამ საჭირო იქნება.
0
0