18/10/2024
16:49
პოლიტიკა
რუსეთი საჭიროებისამებრ ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის შესაძლებლობა განიხილონ საკითხები ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა .
„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან. ჩვენ გვაქვს ინტერესების განყოფილება იქ შვეიცარიის საელჩოში. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების სფეროში, უშუალოდ საქართველოს შესაბამის ორგანოებთანნ“, - განაცხადა ლავროვმა რეგიონალური საკონსულტაციო პლატფორმა 3+3” -ის სხდომის შემდეგ.
ცნობილია, რომ საქართველო უარს ამბობს „3+3“ პლატფორმაში მონაწილეობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე მისმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ “მათი კარი საქართველოსთვის ყოველთვის ღიაა”.
„კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის ამას ვაკეთებთ, როდესაც ვიკრიბებით ამ ფორმატში, დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ ჩაერთონ მის მუშაობაში“, - განაცხადა მან.
ლავროვმა კიდევ ერთხელ მიუთითა "დასავლეთის მცდელობაზე, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ".
„მე ვგულისხმობ ისევ ცეცხლის დანთებას და სიტუაციის დესტაბილიზაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამწვავებას. ასე რომ, რისკების უმეტესობა, რასაც აქ ვაკვირდებით, დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან, რომლებიც მიმართულია აქ მისი გავლენის მაქსიმალური გაზრდისკენ და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობების შელახვის მიზნით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, - დასძინა პოლიტიკოსმა.
0
0