
მაკენზის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლუიზ ჯონსმა განაცხადა, რომ რუსეთს ბახმუტის უკრაინელი დამცველების „იზოლირება და შიმშილი“ სურს, თუმცა ის გეგმას ვერ ახორციელებს.
მისი თქმით, ომი, სავარაუდოდ, „წლები თუ არა, მრავალი თვე გაგრძელდება... ასე რომ, უკრაინის მდგრადობა და გამძლეობა გადამწყვეტი იქნება.“
ჯონსმა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაუნდობელი დაბომბვის შედეგი განმარტა:
„ამგვარი თავდასხმები, რომლებიც ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ნიშნავს, რომ უკრაინა ნაკლებად მდგრადი გახდება საომარი ძალების მობილიზებისთვის.
მშვიდობიან მოსახლეობაზე ამგვარი ზემოქმედება გულისხმობს, რომ ისინი [ოკუპანტები] უფრო მეტ ზეწოლას მოახდენენ უკრაინის საჯარო სამსახურებზე. პრობლემას წარმოადგენს, ცივ სახლებში ადამიანთა ცხოვრება, მათი არასრულფასოვანი კვება... ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეასუსტებს უკრაინელების გამძლეობას – ყოველ შემთხვევაში, რუსებს ამის იმედი აქვთ. თუმცა, რუსებმა არაერთხელ დააკნინეს უკრაინელების სიმამაცე,“ -აღნიშნა ჯონსმა.
სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა უკრაინის სამხრეთით, ქალაქ ხერსონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ნოემბრის შუა რიცხვებში გაათავისუფლეს.
ექსპერტის თქმით, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთმა თავდაცვითი სამუშაოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწია, რამაც შესაძლოა უკრაინას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას. ეს გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შემაფერხებელ ზომებს, რათა უკრაინელებისთვის რეგიონზე კონტროლი "შეუძლებელი" გახდეს.
„ამავდროულად, რუსები ცდილობენ ალყა შემოარტყან ბახმუტს, ქალაქის უკრაინელი დამცველების იზოლირებას - და ფაქტობრივად - მათი შიმშილით დახოცვას,“ - თქვა ლუიზ ჯონსმა.
0
0