
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთი წლის ბოლომდე 420 000 ჯარისკაცთან კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული კომენტარები, რომლის მიხედვითაც, "სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის" 280,000 ჯარისკაცი უკვე დაქირავებულია.
თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთში ჯარისკაცთა მასშტაბური გაწვევის პარალელურად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი „სამუშაო ძალის შესანარჩუნებლად გარკვეულ ზომებს იღებს“.
"ეს მიუთითებს, რომ რუს სამხედროთა მობილიზაციამ და გაწვევამ რუსეთში არათავდაცვითი სამუშაო ძალის დეფიციტი გააუარესა. რუსეთში 2024 წლის მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყნის ხელისუფლება, სავარაუდოდ, შემდგომი მობილიზაციის თავიდან აცილებას შეეცდება", - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
0
0