
უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვი შესაძლოა ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებს, თითქოსდა უკრაინის სამხედრო ძალები ბელარუსში გადადიან.
უკრაინის ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის ცნობით, საზღვართან რუსული კოლონები შენიშნეს, რომლებსაც უკრაინელი სამხედროების მსგავს ფორმაში ჩაცმული პერსონალი გადაჰყავდათ. 21 თებერვალს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით "უკრაინის სამხედრო ძალების" მობილიზება დააფიქსირა.
„ბელარუსი მანამდე აცხადებდა, რომ, თუ უკრაინა თავს არ დაესხმებოდა, ომში არ ჩაებმებოდა, ხოლო კრემლი შესაძლოა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდეს. „ცრუ დროშის“ ოპერაციამ შეიძლება გაზარდოს უკრაინის სამხედრო ძალები ჩრდილოეთ საზღვრამდე, რათა შეასუსტონ რუსების თავდაცვითი ძალები ბახმუტთან, სადაც რუსეთი თვეების განმავლობაში ვერ ახერხებს რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას.
ამავდროულად, კრემლი, სავარაუდოდ, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, კიდევ ერთ „ცრუ დროშის“ მისიას გეგმავს,“ - განაცხადა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW).
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაემუქრება დნესტრისპირეთში განლაგებულ რუსულ სამშვიდობო ძალებს, განიხილება როგორც პირდაპირი თავდასხმა რუსეთზე.
0
0