19/12/2022
11:12
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების “განწყობის” ასამაღლებლად მუსიკოსებს უკრაინაში, ომის ფრონტზე გაგზავნის.
უწყებამ უკვე გამოაცხადა "წინა ხაზის შემოქმედებითი გუნდის" ფორმირება და მასში შევლენ როგორც ვოკალისტები, ასევე, მუსიკოსები.
მედიის ცნობით, ე.წ. "მუსიკოსთა ბრიგადა" დაკომპლექტდება მობილიზებული ჯარისკაცებისგან, ასევე "პროფესიონალი ხელოვანებისგან, რომლებიც ნებაყოფლობით შევიდნენ სამხედრო სამსახურში“.
"ახალ დანაყოფს დაევალება შეინარჩუნოს "მაღალი მორალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა (სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს შორის)", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დასაკრავი ინსტრუმენტების მიღებაზეც გამოთქვა მზადყოფნა. სანკ-პეტერბურგში შეიქმნა კიდეც ასეთი პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეეძლო აკორდეონების, ბალალაიკების, გიტარებისა და სხვა ინსტრუმენტების ჩაბარება.
0
0