
რუსეთმა უზარმაზარი დანაკარგები განიცადა და ბოლო პერიოდში უკრაინის მხოლოდ 1%-ის დაკავება მოახერხა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი Corriere della Sera-სთან ინტერვიუში აცხადებს.
„პუტინის სიტყვებს ფასი არ აქვს, თუ ამას რეალური ნაბიჯები არ მოჰყვება. მოკავშირეებთან ერთად რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა უნდა ვაიძულოთ. ჩვენ ულტიმატუმებს არ ვიღებთ. ვითარება რთულია, მაგრამ უკვე 1000 დღეზე მეტია ვიბრძვით და ამას გავუძელით. უკრაინა მტკიცედ დგას და ის არ მარცხდება“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის პრიორიტეტად უსაფრთხოების გარანტიები რჩება.
„ბუდაპეშტის მემორანდუმის შეცდომას აღარ გავიმეორებთ. მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებს - აშშ-ს, ევროპასა და „მსურველთა კოალიციას“ ვენდობით. უკრაინაში ჯარების განთავსების მზადყოფნა უკვე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
0
0