15/11/2022
10:27
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გამოიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. ეს გარდამტეხი იქნებოდა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.
„დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მის მიერ ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად ქცევას. ეს სრულიად მიუღებელია, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ ადამიანებს მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა სუნაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამიტზე არდასწრების გამო გააკრიტიკა.
„პრეზიდენტმა პუტინმა „ვერ იგრძნო“, რომ საჭირო იყო სამიტზე მისი დასწრება. ალბათ, ის რომ აქ ყოფილიყო, გარკვეული საკითხების დალაგებას შევძლებდით,“ - თქვა სუნაკმა.
რიში სუნაკმა ეს კომენტარი სამშაბათს, სამიტის პირველ სესიაზე, გააკეთა, რომელიც დახურული იყო მედიისთვის.
0
0