
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ხუთი ქართველის შესახებ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი “ბრალდება" წაუყენა, იუწყება რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური.
„უკრაინის მხრიდან უცხოელი დაქირავებული პირების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების ზომა შეეფარდათ. ამასთან, მოპოვებულია მტკიცებულებები „ქართულ ეროვნულ ლეგიონში“ საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათ მსგავსი ბრალდება აქვთ წაყენებული“ - ნათქვამია განცხადებაში.
დაზუსტებულია, რომ ახლა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებიდან “დაქირავებულთა” დევნისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება.
0
0