
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რამდენიმე რუსი წვევამდელი უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს.
„სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორებას თავიდან აიცილებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინაში მიმდინარე ომში წვევამდელი ჯარისკაცების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, რუსეთში 18-დან 27 წლამდე ყველა მამაკაცი, გამონაკლისების გარდა, ვალდებულია გაიაროს ერთწლიანი სამხედრო სამსახური.
0
0