
რუსეთმა, დღეს, ასამდე რაკეტა გაისროლა უკრაინის მიმართულებით, რითაც გადააჭარბა 10 ოქტომბრის მასობრივ სარაკეტო თავდასხმას. მაშინ ოკუპანტებმა უკრაინაში 84 რაკეტა გაისროლეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატზე დაყრდნობით იუწყება.
„საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ეს არის მასობრივი სარაკეტო თავდასხმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი სამიზნეა. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ შენობებსაც მოხვდა", - განაცხადა იგნატმა.
ამასთან, „უკრენერგოს“ “ტელეგრამ არხის” ცნობით, "სარაკეტო დარტყმა დაფიქსირდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ყველა რეგიონში.
„რაშისტები" კვლავ ცდილობენ ქვეყანაში განათების გამორთვას. ახალი მასშტაბური სარაკეტო შეტევის დროს დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება, ზარალის სრულ ხარისხს ჯერ ვერ დავასახელებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
0
0