-share.jpg)
ხერსონსა და ნიკოლაევში ბრძოლებს პენტაგონი აკვირდება. ამავდროულად, რუსული ჯარები კვლავ ცდილობენ კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის ალყაში მოქცევას, თუმცა უკრაინელების ძლიერმა წინააღმდეგობამ საგრძნობლად შეანელა რუსების წინსვლა.
კიევის ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის მასიური კოლონაა მობილიზებული, რომელიც გზის ნაწილის დაახლოებით 64 კილომეტრს მოიცავს. კოლონა პრაქტიკულად რამდენიმე დღეა ადგილზეა. გასული კვირის ბოლოს აღინიშნა, რომ კოლონა კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო.
აშშ აღნიშნავს, რომ უკრაინელები და რუსები თავიანთი საჰაერო საბრძოლო ძალის უმეტეს ნაწილს ინახავენ, ამიტომ არცერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა ცაში.
„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ხალხს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ჯერ კიდევ აქვს კომუნიკაციის საშუალებები, წვდომა ინტერნეტზე და მედიაზე“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინააღმდეგობის 11 დღეზე ნაკლებ დროში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს 46 ათასამდე რუსი დამპყრობლის განეიტრალება. საუბარია დაღუპულებზე, დაჭრილებსა და პატიმრებზე.
0
0