28/03/2024
12:19
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა წინასწარ იცოდა მის ტერიტორიაზე ტერორისტული ოპერაციის მომზადების შესახებ.
„მინიმუმ, 2024 წლის 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ იცოდა ტერაქტის მზადების შესახებ. მეტს გეტყვით, ეს ინფორმაცია სირიაში დაზვერვის ჯგუფის განყოფილებიდან გამოვიდა. იქიდან კი, მოსკოვში გაიგზავნა და ზღაპრებს ნუ ყვებიან“ - განაცხადა მან სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე.
"რატომ დაუშვეს ეს? რამდენიმე ვარიანტია. პირველი არის, როგორც ჩვეულებისამებრ, ბრძოლა "კოშკებს" შორის რამდენიმე ჩინოვნიკის გადაყენებისთვის. მეორე ვარიანტი არის ის, რომ მათ ნამდვილად არ შეაფასეს მასშტაბები. ეგონათ, რომ ეს უფრო ლოკალური იქნებოდა და ყველაფრის უკრაინისთვის დაბრალება სურდათ“ - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი თქმით, კრემლმა უკვე სამჯერ შეცვალა ვერსიები იმის შესახებ, რაც მოხდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კროკუსში. ცდილობდა, როგორმე დაეკავშირებინა ეგრეთ წოდებულ „უკრაინულ კვალზე“ ტერორისტული თავდასხმა.
„იყო პატრუშევისა და ბორტნიკოვის ახსნა, რომლებმაც პირადად მე დამადანაშაულეს და რომ ეს ყველაფერი უკრაინამ გააკეთა. ეს სისულელეა. სხვათა შორის, ამ მტკივნეულ საკითხს რომ შევეხოთ, მიუხედავად იმისა, რომ მტერია, პრინციპში, არ ვამართლებ ტერორისტულ აქტებხ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“ - განაცხადა ბუდანოვმა.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და დარწმუნებით სჯეროდა, რომ მას შეეძლო მისი კონტროლი.
0
0