01/05/2023
13:30
მსოფლიო
კომპანია „გაზპრომ სომხეთმა“ სომხეთისთვის გაზის მიწოდების დროებით შეუწყვეტა. ამის მიზეზი ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენის სარემონტო სამუშაოებია. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდი იტყობინება.
„1 მაისს 08:00 საათიდან 4 მაისს 20:00 საათამდე, რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის ტერიტორიაზე 1400 მმ დიამეტრის გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია“ გეგმიური რემონტი ჩატარდება, რომლითაც სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდება მითითებულ გაზსადენზე“, – იუწყება „გაზპრომის“ ფილიალის პრესსამსახური.
ამავდროულად, სომეხ მომხმარებლებს შიდა რესურსებიდან გაზის შეუზღუდავ მიწოდებას ჰპირდებიან.
25 აპრილიდან სომხეთი და აზერბაიჯანი რუსული გაზის საფასურს რუბლით იხდიან. მოსკოვში რუბლის ანგარიშებზე გადასვლას სანქციების რისკების შემცირების ღონისძიება ეწოდა.
0
0