
ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, რუსულმა ავიაციამ ქალაქ იდლიბის მახლობლად მდებარე ბანაკები დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იუწყება Reuters-ი.
ოპოზიციის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვი და ერთი ქალია, 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
"აქ სამხედრო ბაზები არ არის, არც საწყობები, არც მეამბოხეების ყაზარმები, მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს", - განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.
მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ოპოზიცია აკონტროლებს. მათი უმეტესობა ლაშქრობების შედეგად, რომლებსაც რუსები ხელმძღვანელობდნენ, იქ ძალით დაამწყვდიეს.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026