30/03/2023
15:32
მსოფლიო
მოსკოვი სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდების შეზღუდვის საკითხს განიხილავს. დარღვევები გამოვლინდა იმპორტირებულ სომხური რძის პროდუქტებში. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური იუწყება.
უწყების ცნობით, სომხეთიდან შემოტანილი რძის პროდუქტებში გამოყენებულია ირანში წარმოებული ნედლეული, რასაც აღნშნული რუსული უწყება კრძალავს. რუსული სააგენტო პირდაპირ აკრიტიკებს სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციას სათანადო კონტროლის შეუსრულებლობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უხარისხო და საშიში საკვების რუსეთში მოხვედრა.
„ფაქტობრივად, არ აღმოჩენილა არანაირი პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას“, - აცხადებს ანუშ ჰარუთუნიანი, სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
სომხური მხარე აპროტესტებს და აცხადებს, რომ სათანადო კონტროლს ახორციელებს პროდუქციაზე, პრობლემა კი, მხოლოდ ირანიდან შემოტანილ ნედლეულს უკავშირდება, რომელიც უსაფრთხოა.
ჰარუთუნიანის თქმით, იგივე ნედლეულის რძის პროდუქტები სომხეთის ბაზარზეც იყიდება.
რუსულ რიტორიკას პროდუქტის ხარისხზე უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს. ასეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის“ ხელმძღვანელს ბაბკენ პიპოიანს.
„თქვენ არ შეგიძლიათ არ დაინახოთ, რომ აქ ასევე არის პოლიტიკური ელემენტი” - თქვა მან.
მისი თქმით, მკაცრი მესიჯი მოჰყვა სომხეთის განზრახვას შეუერთდეს რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუტს. რა თქმა უნდა, არის დარღვევები, მაგრამ პიპოიანი არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს მოკავშირისთვის კბილების გამოჩენის მიზეზი.
რუსმა სპეციალისტებმა სომხეთში მონიტორინგი 20-დან 24 მარტამდე განახორციელეს.
0
0