
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მზადყოფნა ბირთვული ტესტების განახლებისთვის. ამის შესახებ TASS იუწყება.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი საცდელი ადგილი მზად იყოს სატესტო მოქმედებების განახლებისთვის. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით განახლება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები შესაბამის ცდებს ჩაატარებს“, - განაცხადა რიაბკოვმა.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსულ დოქტრინაში ბირთვული ბარიერის შემცირების აუცილებლობას: დღეს არ არის ისეთი ვითარება, რომ რაღაც დაემუქროს რუსეთის სახელმწიფოს არსებობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
პუტინი მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვითარება, რომ რუსეთის სახელმწიფოებრიობას და რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქროს. პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ არავის საღ გონებაში არ მოუვა აზრად რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
მანამდე, რიაბკოვმა, რეგიონალურ სემინარზე: „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის გაძლიერება" - განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე მუშაობა გრძელდება.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025