01/06/2023
15:24
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღკვეთილად გამოაცხადა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტის ახალი მცდელობა“.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის და უშიშროების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფებმა შებეკინოში შეღწევის მცდელობისას გაანადგურეს 30-ზე მეტი „უკრაინელი ტერორისტი“, 4 საბრძოლო ჯავშანმანქანა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“.
კონაშენკოვის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა „ტანკებით გაძლიერებულმა ორამდე ასეულმა“, რომელსაც „არსებითი დანაკარგით უკან დაახევინეს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ძალებმა მოიგერიეს უკრაინის „ტერორისტული ფორმირებების“ სამი შეტევა. კონაშენკოვის ინფორმაციით, მათ პოზიციებზე ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა, ხოლო სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა შეასრულეს 77 "საცეცხლე ამოცანა".
უკრაინას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
0
0