
„ამჟამად, სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით მოწინავე კონტინგენტის გადასროლა დაიწყო", - ნათქვამია კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს განცხადებაში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა „ტერორისტული საფრთხის გადალახვაში“ დახმარების თხოვნით.
კოლექტიური სამშვიდობო ძალების გადასროლა შეზღუდული ვადითაა განსაზღვრული. რუსი სამხედროების გარდა, მასში კიდევ ოთხი ქვეყნის - ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იქნებიან.
0
0
ევროპაში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება
14/08/2026