
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა "მარცვლეულის შეთანხმების" ფუნქციონირებით დაინტერესებულია, მაგრამ რუსეთმა მისი მოქმედების შეფერხება უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"უკრაინა ამ შეთანხმებების ფუნქციონირებით დაინტერესებულია. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთი ამ შეთანხმებაში დარჩეს და საკუთარი სიამოვნებისთვის "მშიერი თამაშები" შეწყვიტოს. და მეორე, მან გემების ინსპექტირების პროცესები არ უნდა შეაფერხოს", - განაცხადა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარიგების მოქმედების შეფერხება ფარული საბოტაჟია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ეწევა.
კულებას თქმით, იმ დღეებში, როდესაც „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსი ინსპექტორების გარეშე მუშაობდა, გემების რაოდენობა, რომლებიც დაიტვირთნენ და პორტებიდან გავიდნენ, კრიტიკულად გაიზარდა.
"როფორც კი რუსეთი დაბრუნდა - პრობლემები დაიწყო. აქედან გამომდინარე, აქ ორი ამოცანაა. რუსეთის მარცვლეულის დერეფანში დატოვება საკმარისი არ არის, ის ასევე უნდა აიძულონ, რომ ჩუმი დივერსია შეწყვიტოს", - დასძინა კულებამ.
0
0