რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯორჯ ქლუნის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“, რუსეთში "არასასურველად" გამოაცხადა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფონდი „რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სამუშაოს“ ეწევა და მხარს უჭერს „ცრუ პატრიოტებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა“.
„ჰუმანიტარული იდეების საფარქვეშ“ ორგანიზაცია „ხელს უწყობს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივებს, საჯაროდ ავრცელებს რუსეთის კანონმდებლობის უარყოფით ფსევდოექსპერტულ შეფასებებს უცხოური აგენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესრელიზში.
"კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის" 2016 წელს ნიუ-იორკში მსახიობმა ჯორჯ ქლუნმა და მისმა მეუღლემ, უფლებდამცველმა ამალ ქლუნმა დააარსეს. ორგანიზაციის მიზანია ბრძოლა სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. ფონდი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და იძიებს უკრაინაში მომხდარ სამხედრო დანაშაულებსაც.
0
0