21/12/2022
12:11
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მილიონ რუბლამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე დაპატიმრებას გეოგრაფიული რუკების გავრცელებისთვის, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობას“. დოკუმენტის მიხედვით, ასეთი რუკები გაიგივებულია „ექსტრემისტულ მასალებთან“.
თუ კანონს საბოლოოდ მიიღებენ, დარღვევად ჩაითვლება ნებისმიერი რუკის საჯარო ჩვენება ან გავრცელება, რომელზედაც რუსეთის ხელისუფლების მიერ აღიარებულია უკრაინის ანექსირებული ტერიტორიები, მაგრამ არ არის აღიარებული მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და თუ ის არ არის მითითებული რუსეთის შემადგენლობაში.
ამავდროულად, გამოცემა „სააგენტო“ აღნიშნავს, კრემლის, რუსეთის მთავრობისა და ფედერაციის საბჭოს ვებგვერდებზე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიები, რომლებიც ანექსირებულია რუსეთის მიერ, ისინი კვლავ უკრაინის ტერიტორიებად არიან დასახელებული.
0
0