
ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ის ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომის წარმოებისთვის, საბრძოლო მასალას ირანელი კონტრაბანდისტების დახმარებით, ერაყიდან იღებს.
The Guardian-ის წყაროს თქმით, ირანმა რუსეთს ირანული წარმოების Bavar 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა გადასცა, ასევე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 დაუბრუნა, რომელიც ადრე თეირანმა მოსკოვისგან იყიდა.
26 მარტს, სახალხო მობილიზაციის ძალების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა ერაყიდან ირანში ხელყუმბარმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გადაიტანა. ირანელმა სამხედროებმა ტვირთი რუსეთში საზღვაო გზით გადაიტანეს.
1 აპრილს, სახალხო მობილიზაციის ძალებმა ირანში ბრაზილიური წარმოების - Astros II-ის ორი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გადაიტანეს.
The Guardian-ის ცნობით, მოცემულ პერიოდში, სამმა სატვირთო გემმა, რომელსაც სამხედრო ტვირთის გადატანა შეეძლო, კასპიის ზღვა ირანის ქალაქ ბენდერ-ენზელიდან რუსეთის ასტრახანის მიმარულებით გადაკვეთა. ერთი გემი ირანის დროშით ქვეშ დაცურავდა, ხოლო კიდევ ორი - ირანის დროშის ქვეშ.
0
0