31/08/2023
10:52
მსოფლიო
რუსეთმა 2022 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოყვანილი თითქმის ექვსი მილიონი ტონა უკრაინული ხორბალი მოიპარა, - ამის შესახებ RBC-Ukraine აშშ-ის კონგრესის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
დოკუმენტი აღნიშნულია, რომ სატვირთო გემები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს ამ მოპარული უკრაინული მარცვლეულის საექსპორტოდ, თურქეთის სანაპიროზე ცურავს და ტვირთებს სირიის, ისრაელის, ირანის და ლიბანის პორტებს აწვდის.
„ჩვენ ვერ დავადასტურებთ, იცოდნენ თუ არა რუსული საქონლის მყიდველებმა მარცვლეულის უკრაინული წარმოშობის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე , ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ღრმა შეფერხება გლობალური საკვების მიწოდებაში, გაზარდა ფასები და გაზარდა სასურსათო დაუცველობის რისკი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ღარიბ ქვეყნებში.
აშშ-ის კონგრესი აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინა და რუსეთის ფედერაცია მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის იყვნენ.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები 2023 წლის დასაწყისიდან შემცირდა, მაგრამ სურსათის გლობალურ ფასებზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეჩერება, საიდანაც რუსეთის ფედერაცია გამოვიდა ივლისში.
დაზვერვის წარმომადგენლები ადრე ადანაშაულებდნენ რუსეთის ფედერაციას საკვების მარაგის იარაღად გამოყენებაში უკრაინის ექსპორტის ბლოკირებით და უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების ოკუპაციაში.
0
0