
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და "ვაგნერმა" დაქირავებულებმა გააძლიერეს და ახალი ძალებით განაახლეს ბახმუტზე თავდასხმები. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"რუსეთმა გააძლიერა შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის წინააღმდეგ, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა და ვაგნერის ჯგუფმა გააუმჯობესეს თანამშრომლობა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
უკრაინის თავდაცვა ამბობს, რომ კვლავ ფლობს ქალაქის დასავლეთ უბნებს, მაგრამ ბოლო 48 საათის განმავლობაში ისინი რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ.
დაზვერვა ამბობს, რომ "ვაგნერი" აგრძელებს წინსვლას ქალაქის ცენტრში. ამასთან ერთად, რუსული საჰაერო სადესანტო ჯგუფები იმ "ვაგნერელებს" ეხმარებიან, რომლებიც ოპერაციის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებს იცავდნენ.
ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ უკრაინელებს მომარაგების შესამჩნევი პრობლემები აქვთ, ამავდროულად მათ ორგანიზებულად დატოვეს ბახმუტში ის კონკრეტული პოზიციები, რომლის დათმობაც აიძულეს რუსულმა ძალებმა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025