
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში 193 სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
„ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 193 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება სახლში. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული პოლიციის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები. ისინი იცავდნენ უკრაინას. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და ზოგიერთი მათგანი დაჭრილია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული ტყვეობიდან 193 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს.
„ამჟამად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეების ტყვეობიდან დაბრუნება შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026