
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მხარეებს "საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ " მოუწოდა.
როგორც ნარენდრა მოდიმ ზელენსკის განუცხადა, ორივე მხარე უნდა დაუბრუნდეს დიალოგს და მოძებნონ დიპლომატიური გზები ომის დასასრულებლად, რასაც, სავარაუდოდ, არ დაეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი, რომლის მოთხოვნაა მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილა, მოდიმ ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევისთვის ინდოეთის მხარდაჭერა დაადასტურა.
სატელეფონო საუბრის ფარგლებში, ნარენდრა მოდიმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
ინფორმაციისთვის, ინდოეთი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას ცდილობდა და უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა ცალსახად არ დაგმო. ჩინეთის შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა.
0
0