25/05/2023
12:29
მსოფლიო
რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
რუსეთი, რომელიც განათავსებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ბელორუსის ტერიტორიაზე, არ გადასცემს მათ რესპუბლიკას, მასზე კონტროლი და მისი გამოყენების გადაწყვეტილება რჩება მოსკოვს - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხუთშაბათს, როდესაც ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავს რუსული არასტრატეგიული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურებს სპეციალურ საცავში ბელარუსის ტერიტორიაზე.
ბელორუსული მხარის სახელით დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა მოაწერა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის“.
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა შეთანხმების შესახებ ბელარუსის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან რესპუბლიკაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ისკანდერის სარაკეტო სისტემა, რომელიც შეიძლება იყოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელი, ბელაორუსს გადაეცა.
0
0