
რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურა დაასრულა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„2023 წლის 7 ნოემბერს 00:00 საათზე დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რუსეთის ამ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. ამრიგად, საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2007 წელს შეაჩერა, საბოლოოდ ჩვენთვის ისტორია გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელშეკრულებასთან ერთად ძალა დაკარგა ორმა შეთანხმებამ - ე.წ. ბუდაპეშტის 1990 წლის 3 ნოემბრის შეთანხმებამ და ფლანგის დოკუმენტმა, რომელიც 1996 წლის 31 მაისს დაიდო.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების კონფლიქტში ჩართვისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გათვალისწინებით, „ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ფორმალური დაცვაც კი მიუღებელი გახდა რუსეთის ფუნდამენტური უსაფრთხოების ინტერესების თვალსაზრისით“.
0
0