23/12/2022
11:50
მსოფლიო
„ბელორუსიაში Tor-M2K საზენიტო-სარაკეტო სისტემების პარტია ჩავიდა“, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„იარაღის პარტია მივიღეთ ბელორუსიასა და რუსეთს შორის არსებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების ფარგლებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. უახლოეს დღეებში ეს კომპლექსები გადავა ფორმირებებში და სამხედრო ნაწილებში, სადაც განკუთვნილია“, - განაცხადა ბელორუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ლეონიდ კასინსკიმ.
კასინსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეების განადგურების ეფექტური საშუალება, როგორც მაღალსიჩქარიანი, ასევე დაბალი სიჩქარით საკმაოდ ფართო სიმაღლეებზე.
მანამდე, 22 დეკემბერს, ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ სამხედრო და უსაფრთხოების ძალებთან შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ არმიის საბრძოლო მზადყოფნის ბოლო მოულოდნელი შემოწმება და გარკვეული ტექნიკის გადატანა უკრაინის საზღვართან.
0
0