
ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
წვრთნების დროს ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, „ბასტიონის“ გამოცდა მოხდება. „სამხედროებმა ბალტიის ფლოტის სარაკეტო კომპლექსის „ბასტიონის“ მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნები ჩაატარეს. გეგმის მიხედვით, მათ კალინინგრადის ოლქის სანაპირო უნდა დაეცვათ, როდესაც პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე შეიქმნა“ - განაცხადეს სააგენტოს ბალტიის ზღვის ფლოტის პრესსამსახურში.
წვრთნებში ბალტიის ზღვის ფლოტი, სანაპირო დაცვა და 10 ერთეული ავტომობილი და სპეციალური ტექნიკა მონაწილეობდა. მანევრებში 100 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკულ საესკადრო ნაღმოსნებს აკვირდებიან, რომლებიც ბალტიის ზღვაში შევიდნენ.
0
0
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება
18/02/2026