
რუსეთის წარმომადგენლებმა სტამბოლში ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებზე, რომელიც 27 თებერვალს გაიმართა, შესთავაზეს ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე „არსებითად“ განიხილეს წინა ამერიკული ადმინისტრაციებისგან მემკვიდრეობით მიღებული მრავალი „გამაღიზიანებლის“ დაძლევის გზები. მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა ერთობლივი ნაბიჯები რუსეთისა და შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიების საქმიანობის შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად და დიპლომატებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნაზე.
„საუბარი შეეხო, ასევე, შეერთებულ შტატებში რუსეთის დიპლომატიურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს; 2016-2018 წლებში უკანონოდ ჩამორთმეული ექვსი უძრავი ქონების რუსული მხარისთვის დაბრუნებას. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო პრაქტიკული შედეგების საჭიროება, რომელიც მიმართული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პირობების შექმნაზეს ჩვენი ქვეყნების ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0