
„იმის გამო, რომ ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს ადამიანური რესურსები, რუსეთის ფედერაცია იძულებულია, მიმართოს უკიდურეს ზომებს რეკრუტირების საკითხებში. ისინი ახორციელებენ ფარულ მობილიზაციას, იზიდავენ ე.წ. მოხალისეებს, წვევამდელებს და იუნკერებს, ასევე, დაქირავებულებს სირიისა და არაბთა რესპუბლიკიდან“, - ვკითხულობთ შტაბის განცხადებაში.
შტაბი, ასევე, წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.
„18 მარტის დილის მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მდგომარეობას და პოზიციასა 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას მტრის ჯარზე, რომლებიც ცდილობდნენ დაკავებული თავდაცვითი ხაზების შეკავებას“, - უკრაინის გენერალური შტაბი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინსვლა.
ასევე, წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ბომბდამშენმა და თავდასხმის თვითმფრინავმა ძლიერი დარტყმა მიაყენა მტრის სამხედრო ტექნიკის კოლონებს. საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა დაარტყეს მტრის 14 საჰაერო სამიზნეს (7 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 საკრუიზო რაკეტა).
0
0