
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და თავი შეიკავონ შემდგომი საომარი მოქმედებებისგან. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების კომენტირებისას რომ მოსკოვმა ვერ შეძლო ერევნის დაცვა, მილერმა თქვა „მოკავშირის სტატუსის მიუხედავად რუსეთის ფედერაციამ აჩვენა, რომ ის არ არის ისეთი პარტნიორი, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება“.
კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა შეერთებული შტატები ყარაბაღში სიტუაციის საერთაშორისო მონიტორინგის იდეას, მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო მისიის შექმნას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივი სომხების უსაფრთხოების დაცვას.
ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025