
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურად, რა თქმა უნდა, არ ყოფილა წინადადება რუსეთისგან სომხეთის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის შესახებ და არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შესახებ „სპუტნიკ არმენია“ იუწყება.
„რეალობა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: ხანდახან ღრმად უნდა ჩავიხედოთ ქვეტექსტში და განვიხილოთ გლობალური პროცესები. ჩვენთვის, ზოგადად, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განსაკუთრებული ღირებულებაა და ჩვენ მოვალეობად მივიჩნევთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფოებრიობის არსებობა“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა ჰქონდა მხედველობაში უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანს ამ თემაზე რუსეთის ფედერაციის ზეწოლაზე საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ “შესაძლოა, საქმე ექსპერტთა მოსაზრებებს ეხებოდეს”.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025