
ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან, ომის დასრულება თუ გინდა, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება.
„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. მასში ნათქვამია: „უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივუახლოვდეთ მდგრად მშვიდობას. არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება“. ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. დადგა დრო, შეწყდეს ეს სიგიჟე. დადგა დრო შეჩერდეს მკვლელობები. დადგა დრო დასრულდეს აზრს მოკლებული ომი. თუ გინდა, ომი დაასრულო, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0