
რუსეთისა და უნგრეთის პოზიციები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია შესაძლებლობა გვქონდეს აზრები გავცვალოთ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზე - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა.
პუტინი ორბანს ჩინეთში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
„რა თქმა უნდა, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში უნგრეთთან, შესაძლებლობა გვქონდეს აზრები გაგვეცვალა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენი პოზიციები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ აზრის გაცვლის შესაძლებლობა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას.
0
0