26/10/2022
13:33
მსოფლიო
ფონდის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები 2022 წლის ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე არ დაიშვებიან.
„უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის გათვალისწინებით, ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთისა და ბელარუსის ელჩები არ მოიწვიოს სტოკჰოლმში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე“, - ნათქვამია ნობელის ფონდის განცხადებაში.
კიდევ უფრო „დიდი დარტყმა“ ორი ქვეყნისთვის - მშვიდობის დარგში პრიზი ერთობლივად სამ გამარჯვებულს გადაეცემა, რომლებმაც რუსეთის და ბელარუსის მთავრობების წინააღმდეგ კამპანია აწარმოეს - უკრაინულ უფლებადამცველ ორგანიზაცია Civil Liberties-ს, რუსულ უფლებადამცველ ჯგუფ Memorial-ს და ვეტერან ბელარუს აქტივისტს ალეს ბიალიაცკის, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება.
დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება.
0
0