03/08/2023
18:30
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ რუსული წარმოების ავტომობილებით უნდა გადაადგილდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, სამინისტროები და უწყებები ითხოვენ, გაგრძელდეს უცხოური წარმოების ავტომობილების შეძენა, რაც მისი თქმით სრულიად გამორიცხული უნდა იყოს.
„ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება.
მან აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი იმპორტზე უარის თქმა, მაგრამ ძირითადი საქმეები შიდა მწარმოებლებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
0
0