09/05/2023
12:08
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა რუსებს გამარჯვების დღე მიულოცა. წითელ მოედანზე გამოსვლისას მან გაიხსენა დიდი სამამულო ომის გმირები, ნატოს ქმედებები უკრაინაში და განმარტა დონბასში სპეცოპერაციის მიზეზები.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ კვლავ დაიწყო ნამდვილი ომი".
პუტინმა აღნიშნა, რომ ცივილიზაცია ახლა გარდამტეხ მომენტშია.
„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებს და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
პუტინის თქმით, მოსკოვს სურს იხილოს მშვიდობიანი მომავალი, თავისუფალი და სტაბილური, ხოლო უპირატესობის ნებისმიერი იდეოლოგია ამაზრზენი, კრიმინალური და მომაკვდინებელია. თუმცა, დასავლური ელიტები საუბრობენ თავიანთ ექსკლუზიურობაზე, წამლავენ ხალხს და პროვოცირებენ სისხლიან კონფლიქტებს, თესავენ რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს აქცევს პიროვნებას“ - თქვა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ დასავლეთი ატარებს ასეთ პოლიტიკას, რომ განაგრძოს საკუთარი წესების კარნახი და, ფაქტობრივად, ძარცვისა და ძალადობის სისტემა.
„მათი მიზანი, და აქ ახალი არაფერია, არის ჩვენი ქვეყნის დაშლისა და განადგურების მიღწევა, მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადაკვეთა, გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოოდ დაშლა და განვითარების სუვერენული ცენტრების დახრჩობა " - განაცხადა პუტინმა.
0
0