
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მსოფლიოს რეაგირებასა და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესებას სთხოვდა.
„ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც შემოჭრა არ იყო, ყველა ხედავდა, რომ ინტერვენცია შესაძლებელია. რუსული ჯარები ჩვენი საზღვრის გასწვრივ იდგნენ. მე ვამბობდი: „რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციები გამოიყენეთ, რომ თავდასხმაზე არც გაიფიქრონ“. ეს არ გააკეთეს. ვამბობდი: „ისეთი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ უკრაინას, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია“. ესეც არ გააკეთეს. ახლა კი სასტიკი შემოჭრა გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები უნდა დააწესოს.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა უკვე შეწყდებოდა. რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს კვლავ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციები ჯერ კიდევ რჩებიან რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0