09/11/2022
13:27
მსოფლიო
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენების თანახმად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის შესახებ ცნობები ირანულ მედიაში ვრცელდება.
ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, მისი მოგზაურობის სავარაუდო მიზანია „რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო მიყიდვაზე მსჯელობა“.
პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Nour ავრცელებს, რომლის თანახმად, ის ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა მიიწვია. ვიზიტის მიზნის შესახებ სააგენტო წერს, რომ ის რუსეთ-ირანის თანამშრომლობის განსახილველად ჩავიდა.
რუსულ უწყებებს პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ISW-ის ანგარიშის ავტორების თქმით, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ გაასაჯაროვა პატრუშევის ჩასვლა ირანში, რათა სავარაუდოდ, საერთაშორისო (არა შიდა) აუდიტორიისთვის ეჩვენებინა მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ასევე მიენიშნებინა, რომ რუსი მაღალჩინოსანი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დახმარებისთვის ირანს მიმართავს ირანს.
0
0
გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
22/10/2024