რუსი პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინიკოვი საქართველოში არ შეუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„სამწუხაროდ, თბილისში დაანონსებული ღონისძიება არ გაიმართება. საქართველოში შესვლა ვერ მოვახერხე: საპასპორტო კონტროლის შედეგების მიხედვით, შემოსვლაზე უარი მითხრეს, რის შემდეგაც იმავე თვითმფრინავში დამსვეს და ევროკავშირში დავბრუნდი. ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ ვიცი. ახლა უკვე ბრიუსელში ვარ, კარგად ვარ“, - წერს ის.
2022 წლის სექტემბერში კრაშენინიკოვი რუსეთის "უცხოური აგენტების" სიას დაემატა. ის ცდილობდა გაესაჩივრებინა მისი შეყვანა რეესტრში, მაგრამ ეკატერინბურგის სასამართლომ უარი თქვა „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მოხსნაზე.
SOTA წერს, რომ თბილისში პოლიტოლოგი გეგმავდა ვლადიმერ მილოვთან ერთობლივი მოხსენების წარდგენას „მომავლის ნორმალური რუსეთი: დიახ, ჩვენ შეგვიძლია“.
0
0