
ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის განცხადებით, ჯო ბაიდენის მმართველობისას პენტაგონის მიერ კიევისთვის რუსეთზე საჰაერო დარტყმის ნებართვის მიცემამ, ბირთვული ჰოლოკოსტის დროს, შეიძლება კაცობრიობის სიკვდილი გამოიწვიოს.
,,რეალურად, პენტაგონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში. მათ გათვალეს, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღით უზრუნველყოფდა, რაც საშუალებას მისცემდა უკრაინელებს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეებისთვის დაერტყათ, მაშინ ბირთვული ომის ალბათობა, რომელიც დედამიწას გაანადგურებს, 50% იქნებოდა. და მათ ეს მაინც გააკეთეს.
რეალურად, ვაშინგტონში არავის აინტერესებს უკრაინის ბედი. ფაქტია, რომ ამერიკა დასახლებულია მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტებით. ვგულისხმობ უკრაინას. ჩვენ უბრალოდ გავანადგურეთ უკრაინა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ომი წააგო, რომელიც აშშ-ის სამხედროებმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და სპეცსამსახურებმა გააჩაღა", - თქვა კარლსონმა X-ზე შეთქმულების თეორეტიკოს ალექს ჯონსთან საუბრისას.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025